არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სკოლაში
სამოქალაქო
განათლების სწავლებაში
ს ს
ი პ ქალაქ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა
სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი
მარინე დემეტრაშვილი
2017-2018 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი------------------------------------------------------------3
არაფორმალური განათლების
მიმოხილვა------------------------------5
კვლევის მეთოდოლოგია----------------------------------------------------8
კვლევის შედეგები-----------------------------------------------------------10
ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან----------------------------------11
მოსწავლეთა გამოკითხვა--------------------------------------------12
ტესტირებისა და მოსწავლეთა კომპეტენციების
ანალიზი 12
დასკვნები და რეკომენდაციები-------------------------------------------16
გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------17
დანართები---------------------------------------------------------------------18
ფოკუს ჯგუფის ტრანსკრიპტი
1--------------------------------------18
ფოკუს ჯგუფის ტრანსკრიპტი
2--------------------------------------25
დანართი 3: გამოკითხვა სამოქალაქო განათლებაში:---------------28
დანართი 4: ტესტი------------------------------------------------------29
შესავალი
სამოქალაქო განათლების
სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიური, სამოქალაქო კულტურისა და პასუხისმგებლობის
მქონე მოქალაქეების აღზრდაში და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში.
საგანი მოსწავლეს საკუთარ ადგილს დაანახვებს საზოგადოებასა და სახელმწიფოში, გააცნობს
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას.საგანი მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს
მოსწავლეებში უმთავრესად
სოციალური ( თანამშრომლობა, კონფლ;იქტის მართვა, ემპათია, განსხვავებული აზრის პატივისცემა)
უნარების განვითარებას. აქვე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ
თეორიული ნასწავლი პრაქტიკაში გვეხმარება არაფორმალური განათლება. (პროექტული სწავლება).
ჩემი კვლევა ეხება არაფორმალური განათლების მნიშვნელობას სკოლაში.
ს.ს.ი.პ ქალაქ თბილისის
N10 საჯარო სკოლაში 2011 წლიდან ფონდი „ მოზარდთა
სახლი“ და პროგრამა „ACETT(სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა)“,
რომელსაც საქართველოში ახორციელებს “PH
International”-ი USAID-ის მხარდაჭერით, სკოლაში
ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, ასევე 2015 წლიდან თსუ-ს სამართლის კლინიკის
ხელშეწყობით მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები გადიან ტრენინგებს „პრაქტიკულ
სამართალში“. 2017 წელს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვატარებდი თავისუფალ გაკვეთილებს
„ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები“.(VIII-IX) კლასის მოსწავლეებთან.მოსწავლეები, რომლებიც
აქტიურად არიან ჩართული კლუბურ მუშაობაში, თავისუფალ გაკვეთილებზე ესწრებისნ აქტიურად
და გადიან ტრენინგებს „პრაქტიკულ სამართალში“, აქვთ უფრო მეტი უნარები, უკეთ ფლობენ
სამოქალაქო კომპეტენციებს, თუმცა მოსწავლეთა ნაწილი უარს აცხადებს კლუბურ მუშაობასა
და ტრენინგებში მონაწილეობაზე.
კვლევის მიზანია, სკოლაში სამოქალაქო განათლების
არაფორმალური სწავლების პრაქტიკიდან გამომდინარე გავარკვიოთ, რატომ არ არის ყველა მოსწავლე
ჩართული არაფორმალურ სწავლებაში (კლუბურ მუშაობაში,
ტრენინგზე, თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც უფასოდ უტარდებათ), მიზეზი, რის გამოც
ისინი უარს აცხადებენ კლუბურ მუშაობაში და/ან ტრენინგებში ჩართულობაზე, რა შემთხვევაში
გაიზრდებოდა ინტერესი არაფორმალური განათლების მიმართ? როგორია მათი სამოქალაქო კომპეტენციები?
რა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლების არაფორმალურ სწავლებას მოსწავლეთა სამოქალაქო
განათლების ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბება/განვითარებაში?
კვლევაში ასახულია ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მოპოვებული
დასკვნები, რომელთა შედარებითი ანალიზი იძლევა საშუალებას დავადგინოთ როგორია მოსწავლეების
დამოკიდებულება სკოლაში სამოქალაქო განათლების არაფორმალური სწავლებისადმი, განსხვავდება
თუ არა იმ მოსწავლეთა, სამოქალაქო კომპეტენციები,
რომლებიც აქტიურად არიან ჩართული არაფორმალურ სწავლებაში, იმათგან, ვინც მხოლოდ საკლასო
ოთახში მიღებული სწავლებით კმაყოფილდება, უწყობს თუ არა ხელს არაფორმალური სწავლება
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევი შედეგების განხორციელებაში.
კვლევის ანგარიში მოიცავს
არაფორმალური განათლების მიმოხილვას, განხილულია მეთოდოლოგია და მოცემულია კვლევის
შედეგების ანალიზი. დაბოლოს მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც, ჩემი
აზრით, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის და თანამედროვე
საგანმანათლებლო სისტემის იმ სამსახურისათვის, რომლებიც ზრუნავენ სკოლებში სამოქალაქო
განათლების სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე.
არაფორმალური
განათლების მიმოხილვა
ენციკლოპედიურ ლექსიკონში
არაფორმალური განათლება განმარტებულია, როგორც განათლების ისეთი ფორმა, რომელიც
,,1. მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა
და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია,
სამსახური, თამაშები და ა.შ.) 2. ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი
დადგენილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც
მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. 3. პროფესიული
განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლდ ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის ათვისების შედეგად“(www.nplg.gov.ge.
civil. ენციკლოპედიური ლექსიკონი). ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არაფორმალური
განათლება არის ის განათლება და კომპეტენციები, რომელსაც მოსწავლეები იღებენ სემინარებზე,
ტრენინგებზე, ამავე დროს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა
კლუბური მუშაობა, სადაც ყალიბდება ფორმალური განათლებისაგან განსხვავებული ურთიერთობები
კლუბის მეურვესა და მოსწავლეებს შორის, რაც აისახება მათ კომპეტენციებზე, რომელიც მოსწავლის
მოტივაციაზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოში (და არამხოლოდ
საქართველოში) ,,სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“, რომელიც
ხელს უწყობს არაფორმალური განათლების გამოყენებით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების
განვითარებას, ასევე ინოვაციური სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს აქტიური პიროვნების
ჩამოყალიბება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ეს ორგანიზაცია სხვა აქტივობებთან ერთად ხელს უწყობდა კლუბების ჩამოყალიბებას. მისი
დამფუძნებლის, პავლე თვალიაშვილის აზრით, არაფორმალური განათლება სახელმწიფომ სკოლების
დონეზეც უნდა წაახალისოს, ვინაიდან ფორმალური განათლებაა ის ბაზისი, რომელსაც არაფორმალური
განათლება ეფუძნება; სახელმწიფო მათ არსებობას არ კრძალავს, მაგრამ არც მხარდაჭერას
იჩენს, რომ მსგავსი კლუბებისათვის დაფინანსება
გამოყოს. ამის გამო მსგავსი კლუბები საქართველოში ამერიკული ან ევროპული პროექტების
ფარგლებში არსებობს.
ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH ინტერნაციოან-ის ერთობლივი ინიციატივით წარმატებულად განხორციელდა პროექტი ,,ჰარმონია“.
ეს იყო სამწლიანი პროგრამა, რომელმაც 720-მდე სკოლა მოიცვა. ამის შემდეგ უკვე 2014
წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დაფინანსებით PH ინტერნაციოან-ი კვლავ ახორციელებს პროგრამას ,,მომავლის თაობა“ . ამჯერად
ამ პროგრამამ საქართველოს მასშტაბით 480 სკოლა მოიცვა და როგორც პროგრამის დირექტორი
ქალბატონი მარინა უშვერიძე ამბობს ,, ვფიქრობ,
რომ ეს ინიციატივა ძალიან წაადგება სამოქალაქო განათლების სწავლებას ჩვენს სკოლებში“,
რაც პრაქტიკამაც დაადასტურა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა
სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნა, სამოქალაქო განათლების
პედაგოგთა გადამზადება, მრგვალი მაგიდები, მცირე გრანტები მოსწავლეთათვის, სამოქალაქო
განათლების პედაგოგთა წახალისება, საზაფხულო ბანაკები მოსწავლეთათვის და ბანაკები პედაგოგებისათვის
პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამოქალაქო განათლების კლუბების შექმნა
სკოლებში.
როგორც
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროპაში საგანმანათლებლო საზოგადოება აღიარებს
არაფორმალური განათლების მნიშვნელოვნებას, რადგან არაფორმალური განათლება საშუალებას
აძლევს ადამიანს ნებისმიერ ასაკში გაიაროს მოკლევადიანი სასწავლო კურსები, დაესწროს
ტრენინგებს, სხვადასხვა ხერხით აიმაღლოს კვალიფიკაცია მისთვის სასურველი მიმართულებით. „ევროპის განათლებისა და ტრენინგების სტრატეგია
2020-სთვის“ ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი ევროპის ქვეყნებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში
სწავლის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად, განსაკუთრებული
მნიშვნელობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება. არაფორმალური განათლება უზრუნველყოფს
განათლების უწყვეტობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, ჩემი აზრით, სასურველია,
მოსწავლეს ადრეულ ასაკშივე ჰქონდეს ინფორმაცია, არაფორმალური განათლების მნიშვნელობის
შესახებ და ჩართული იყოს მასში. არაფორმალური განათლება ეხმარება პიროვნებას კონკურენტუნარიან
გარემოში თავისი ადგილი იპოვოს და დაიმკვიდროს.
საქართველოში
პირველად ცნება არაფორმალური განათლების შესახებ კანონმდებლობაში 2005-2007 წლების
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შემდეგ გაჩნდა, ხოლო 2011 წლიდან არსებობს
განათლების მინისტრის ბრძანება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა
და წესის დამტკიცების თაობაზე, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ეს დოკუმენტი ბუნდოვანია
და დახვეწას საჭიროებს.
პიროვნებისა
და საზოგადოების განვითარებისთვის არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, რაც კვლევებმაც
დაადასტურეს. განათლების 60%-ზე მეტი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე
მოდის (ლიბერალი/liberal. სალომე გორგოძის სტატია). წელს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, დაფინანსებით
იქნა წახალისებული თავისუფალი გაკვეთილები,
რომელიც გულისხმობს – მოსწავლის ინტერესებზე
მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების
მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო
დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი
აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. ასეთი ინიციატივა თავისთავად ძალიან
კარგია.
კვლევის
მეთოდოლოგია
მშობლებთან, დირექციასთან კონსულტაციების
შემდეგ გადავწყვიტე მოსწავლეთა კომპეტენციები მარტივად ტესტირებით განმესაზღვრა.
თავისუფალ გაკვეთილებში ჩართულობის მიზეზების იდენტიფიცირებისთვის
გამოვყავი ორი ფოკუს ჯგუფი. ფოკუს ჯგუფებში მოსწავლეები უკიდურესი კეისების შერჩევის
პრინციპით დავაკომპლექტე. კერძოდ, 1.ერთ ფოკუს ჯგუფში გავაერთიანე ის ათი მოსწავლე,
რომლებიც აქტიურადაა ჩართული თავისუფალ
გაკვეთილებში და მეორე ფოკუს ჯგუფში კი ათი
მოსწავლე, რომლებიც არ არიან თავისუფალ გაკვეთილებში ჩართულები; ორივე შემთხვევაში
მოსწავლეები მეცხრე კლასის პარალერული კლასებიდან. ფოკუს ჯგუფების დაკომპლექტების დროს გავითვალისწინე
გენდერული ბალანსი.
ჩატარდა
ორი ფოკუს ჯგუფი. რესპოდენტების პირველ შემთხვევაში, თავისუფალ გაკვეთილებში ჩართული
მოსწავლეები -- გაგრძელდა 43 წუთი, ისინი საკმაოდ
აქტიურობდნენ, ჰქონდათ დისკუსიაც, რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ საკვლევ თემასაც ასცდნენ
და მომიწია სიტუაციის დარეგულირება შეკითხვით, ხოლო მეორე შემთხვევაში -- მოსწავლეები,
რომლებიც არ მონაწილეობდნენ თავისუფალ გაკვეთილებში --- გაგრძელდა 18 წუთი, ცოტა პასიურობდნენ,
იყო პაუზები.. ერთმანეთის აზრს ადვილად ეთანხმებოდნენ, იძლეოდნენ მოკლე და კონკრეტულ
პასუხებს.
ფოკუს
ჯგუფების ანალიზის შემდეგ შევადგინე გამოკითხვისთვის კითხვარი, რომელშიც გამოიყო რამდენიმე
მიზეზი, რის გამოც ისინი მონაწილეობენ / არ მონაწილეობენ თავისუფალ გაკვეთილებში და
ბოლოს დავურთე ღია კითხვა, რომელიც შეეხება მოტივაციის ამაღლების მეთოდების ძიებას.
ტესტების შერჩევისას ვიხელმძღვანელე გამოცდების ეროვნული
ცენტრის საიტზე არსებული ტესტებით, რომელიც შეიცავს როგორც ცოდნას, ასევე უნარებს,
10 დავალება ქვესაკითხებით, სულ 17 ქულა. ტესტები
შეიძლება დავახარისხოთ შემდეგნაირად
1.საპროგრამო
მასალის ცოდნა (5 ტესტი)
2. სიტუაციის
ანალიზი/შეფასება (2 ტესტი)
3. ცოდნის
გამოყენების უნარები, პროექტული სწავლება/ ამოცანის მიზანთან შესაბამისობის და განხორციელების
გზების იდენტიფიცირება (1 ტესტი, 4 ქვესაკითხით)
4. კრიტიკული
აზროვნების/არგუმენტირებული მსჯელობის უნარი (1 ტესტი,4 ქვესაკითხით)
5. ილუსტრაციის
ანალიზის, განზოგადების, ილუსტრაციიდან დასკვნის გამოტანის უნარი. (1 ტესტი,2 ქვესაკითხით)
გამოკითხვა ჩავატარე მეცხრეე კლასებში, სამი პარალელური
კლასიდან მონაწილეობდა 50 მოსწავლე.
კვლევის შედეგები
ზოგადი
მონაცემების საფუძველზე მოსწავლეთა დაყოფა შეიძლება ორ ჯგუფად:
1. მოსწავლეები, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ
არაფორმალური განათლება
2. მოსწავლეები, რომლებიც ფორმალური განათლების
გაღრმავებას ცდილობენ არაფორმალური განათლებით.
მეორე
შემთხვევაშიც შეიძლება მოსწავლეთა ორი ჯგუფი გამოიყოს:
1. მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული
თავისუფალ გაკვეთილებში და ამავე დროს, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა
და სემინარში, ესწრებიან ლექციებს.
2. მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ჩართული თავისუფალ
გაკვეთილებში, მაგრამ არაფორმალური განათლების მიღების მიზნით ერთი ტრენინგი მაინც
აქვთ გავლილი.
ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან
მოსწავლეების დამოკიდებულება არაფორმალური განათლებისადმი და
მათი კომპეტენციები სამოქალაქო განათლებაში სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. ნაწილისათვის
არაფორმალური განათლება მეორე ხარისხოვანია, ნაწილი კი მას სავალდებულოდ მიიჩნევს.
მოსწავლეები,
რომლებსაც არასოდეს მიუღიათ არაფორმალური განათლება, შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:
I. სურვილი აქვთ, მაგრამ არა აქვთ დრო, სხვა
სახის მეცადინეობებით (სპორტულ, მუსიკალურ კლუბებში, სავალდებულო საგნის მომზადებით) არიან დაკავებული,
II. არ იციან რა არის არაფორმალურიგანათლება
III. მათი აზრით, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია,
მაგრამ რადგან სავალდებულო არა რის, ამიტომ არ მონაწილეობენ.
კითხვაზე,
როგორ უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის თვალსაზრისით?
მათ პასუხი ასეთია:
• შეიქმნას კლუბები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით
(მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით)
• კარგი იქნება, თუ ფორმალური განათლების
პროგრამა შემცირდება და მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ინტერესების მიხედვით გაიღრმაონ
ცოდნა...
მოსწავლეთა
იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც სავალდებულოდ მიიჩნევენ ფორმალური განათლების გაღრმავებას
არაფორმალური განათლებით, გამოიკვეთა შემდეგი მოსაზრებები: ისინი თავისუფალ გაკვეთილებში ჩაერთნენ, რადგან:
1. მობეზრდათ რუტინულობა, გაკვეთილები, რომლებიც
ერთმანეთს გავს-,,ერთი და იგივეს გამეორება“
2. ეს გაკვეთილები მათთვის სიახლე იყო, მათ ყოველთვის აქვთ განსხვავებულისადმი ინტერესი
3. მიხვდნენ, რომ ცოდნას და უნარებს პრაქტიკული
საქმეების კეთებით სწავლობდნენ
4. დაინახეს, რომ მათაც უსმენდნენ, მათი აზრი
აინტერესებდათ, მათაც შეეძლოთ პრაქტიკულად საქმეების კეთება.
5. თავისუფალი გაკვეთილები ეხმარება მათ მომავალი
პროფესიის არჩევაში, კარიერისთვის მზადებაში
კითხვაზე,
როგორ უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის თვალსაზრისით?
მათ პასუხი ასეთია:
1. მოხდეს მოსწავლეთა ინფორმირება არაფორმალური
განათლების შესახებ.
2. ინფორმირების ფორმა იყოს საინტერესო (თვალსაჩინოებებით,
მაგალითად, თემატური ვიდეო რგოლები)
3. შეიქმნას კლუბები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით
(მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით)
4. კლასებს ქონდეს ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებისათვის
საჭირო რესურსები.
5. უნდა იყოს გარკვეული პრიზები, სერთიფიკტები,
მხიარული ტრენერები, საინტერესო ტრენინგები, რათა მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდოს.
მოსწავლეთა
გამოკითხვა
გამოკითხვა ჩატარდა 11 აპრილს, ხოლო ტესტირება ჩატარდა 12 აპრილს. ტესტირების დაწყების
წინ მოსწავლეებს ერთხელ კიდევ განუმარტე რა იყო ფორმალური განმარტება და ამის შემდეგ
იმუშავეს დამოუკიდებლად.რაოდენობრივ გამოკითხვაში მონაწილეობდა 50 მოსწავლე, აქედან
თავისუფალ
გაკვეთილების მსმენელი თემაზე: „როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები“ 25 მოსწავლე და არამსმენელი 25 მოსწავლე.
მათგან, ვინც არასოდეს ყოფილა ჩართული არაფორმალურ
განათლებაში, 22 მოსწავლე ამბობს, რომ სურვილი აქვთ, მაგრამ არა აქვთ დრო, სხვადასხვა
სახის მეცადინეობით (სპორტულ, მუსიკალურ კლუბებში, სავალდებულო საგნის მომზადებით)
არიან დაკავებული. 8 მოსწავლე ამბობს, რომ მათ არ ქონდათ ინფორმაცია არაფორმალური განათლების
შესახებ, (ანუ არ იცოდნენ ტრენინგების, თავისუფალი გაკვეთილების და კლუბის მუშაობის შესახებ). ხოლო 20 მოსწავლე თვლის,
რომ არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან სავალდებულო არ არის ამიტომ
არ მონაწილეობენ.
კითხვაზე, რა შემთხვევაში გაიზრდებოდა ინტერესი
არაფორმალური განათლების მიმართ: 21 მოსწავლის
აზრით, უნდა მოხდეს ინფორმირება მოსწავლეების ინტერესზე მორგებული საინტერესო და სახალისო
აქტივობების ჩატარებას მიიჩნევს 18 მოსწავლე, 5 მოსწავლის აზრით, უნდა შემცირდეს საგაკვეთილო
პროგრამები, რომ მეტი დრო დარჩეთ არაფორმალური განათლებისათვის, 6 მოსწავლეს კი ამ
კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ტესტირების
და მოსწავლეთა კომპეტენციის ანალიზი
როგორც ავღნიშნე ტესტირება ჩატარდა 12 აპრილს. სამ პარალელურ კლასში სწავლობს
87 მოსწავლე, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 66-მა მოსწავლემ. ტესტები
შევარჩიე საშუალო სირთულის. დეტალური ანალიზისთვის წარმოგიდგენთ დიაგრამას.
1. მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან თავისუფალ გაკვეთილებში.
2. მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ცართული ტავისუფალ გაკვეთილებში.
Add caption |
ქვემოთ მოცემული დიაგრამა საშუალებას გვაძლევს შევადაროთ როგორია მათი
ცოდნა, ანალიზისა და შეფასების, კრიტიკული აზროვნების, ილუსტრაციის ანალიზის, განზოგადებისა
და ცოდნის გამოყენების უნარის მიხედვით.თვალსი საცემია ის ფაქტი, რომ ყველა კრიტერიუმში მოსწავლეთა პირველ და მეორე ჯგუფს შორის სხვაობა
20% ზე მეტია.
საპროგრამო მასალის ცოდნა-ამ კრიტერიუმში სწორი პასუხის მაჩვენებელი ასეთია:
96,5 % მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ესწრებოდნენ თავისუფალ გაკვეთილებს, ხოლო
61,5% რომლებიც არ ესწრებოდნენ.
სიტუაციის ანალიზის შეფასება-ამ კრიტერიუმში სწორი პასუხების მაჩვენებელი
ასეთია 83,4% ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტავისუფალ გაკვეტილებში, ხოლო
41,3% იმ მოსწავლეებმა რომლებიც არ მონაწილეობდნენ თავისუფალ გაკვეთილებში.
ცოდნის გამოყენების უნარები, პროექტული სწავლება-ამ კრიტერიუმში სწორი
პასუხის მაჩვენებელი ასეთია: 82 6 იმ მოსწავლეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფალ
გაკვეთილებში, ხოლო 32, 3% იმ მოსწავლეებმა რომლებიც არ მონაწილეობდნენ აღნიშნულ გაკვეთილებში.
კრიტიკული აზროვნების/არგუმენტირებული მსჯელობის უნარი-ამ კრიტერიუმში
სწორი პასუხის მაჩვენებელი ასეთია: 20,3% მიირეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც არ ჩაერთნენ
ამ გაკვეთილებში, ხოლო 81,8% იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ჩაერთნენ თავისუფალ გაკვეთილებში.
ილუსტრაციის ანალიზის, განზოგადების,ილუსტრაციიდან დასკვნის გამოტანის
უნარი-ამ კრიტერიუმში სწორი პასუხის მაჩვენებელი ასეთია: 80,2% მიიღეს იმმოსწავლეებმა,
რომლებიც ჩართული იყვნენ დამატებით გაკვეთილებში, ხოლო 63,4 იმ მოსწავლეებმა, რომლებიც
არ იყვნენ ჩართული აღნიშნულ გაკვეთილებში.
დასკვნები
და რეკომენდაციები
კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
1. პირველი ფოკუს ჯგუფის
ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსწავლეები, რომლებიც ჩართული იყვნენ თავისუფალ გაკვეთილებში,
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სამოქალაქო ცნობიერებას, აქტიურ მოქალაქეობას,
კარგად აქვთ განვითარებული სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, ასევე ობიექტურად
აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
2. მეორე ფოკუს ჯგუფის
(რომლებიც არ არიან ჩართული არაფორმალურ განათლებაში) ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს მოსწავლეებიც
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არაფორმალურ განათლებას, თუმცა მათი აზრით,უკეთესი იქნებოდა
ეს გაკვეთილები იყოს უფრო მეტად სახალისო და სხვადასხვა თემატიკის.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა
რამდენიმე პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც სამოქალაქო განათლების
მასწავლებლებმა, ასევე განათლების სამინისტრომ
1.
გაკვეთილების
დაგეგმვამდე მასწავლებელმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს მოსწავლეთა საჭიროებების კვლევას.
2.
მოსწავლეებმა
არ იციან რა არის არაფორმალური განატლება, კარგი იქნება, თუ მასწავლებლები წაახალისებენ
და ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა ჩართვას არაფორმალურ განათლებაში.
3.
მოსწავლეებს
ძალიან მოსწონთ მრავალფეროვანი გაკვეთილები, ამიტომ აქცენტები გაკვეთილის დაგეგმვისას
უნდა გაკეთდეს პრაქტიკულ/პროექტულ სწავლებაზე.
4.
კარგი
იქნება, თუ განათლების სამინისტრო კიდევ გამოყოფს დაფინანსებას ასეთი გაკვეთილების
ჩატარებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
3.
ლიბერალი/liberal. სალომე გორგოძის სტატია
4.
არაფორმალური და ინფორმალური განათლების როლი უწყვეტი
განათლების ცხოვრების ციკლში. მზია კუბეცია, შორენა ტყემალაძე 2014 წელი
5.
სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო წიგნი I- 2018 წელი ევროკავსირი საქართველოსთვის.
6.
ჟურნალი მასწავლებელი N 6 2017 წელი. „როგორ ჩავატაროთ
საკლასო კვლევა“ -მანანა ბოჭორიშვილი.
დანართები
ფოკუსჯგუფის ტრანსკრიპტი 1
ჩატარების თარიღი:12.04.2018წ
ჩატარების ადგილი: სსიპ N10 საჯარო სკოლა
რესპოდენტების კატეგორია:მე-9კლასის
მოსწავლეეები, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფალ გაკვეთილებში.
მოდერატორი:
მარინე დემეტრაშვილი
ვისაუბროთ არაფორმალური განათლების შესახებ სკოლაში
ანა:
ფორმალური განათლება სკოლაში მიღებული განათლებაა,
არაფორმალური განათლება კლასის გარეთ მიღებული განათლება.
ლუკა: არაფორმალური განათლება
უფრო მეტად გვიჩვენებს რა გვინდა სკოლის გარეთ, რა მიმართულებას უნდა მივყვეთ.
როგორც გავიგე პროფესიის არჩევაში გვეხმარება
სანდრო: ხელს უწყობს გავერკვეთ
საკუთარ ინტერესებსი და დავგეგმოთ ჩვენი მომავალი.
ნინო: გაიღრმავონ ცოდნა
და ჩამოყალიბდნენ რეალიზებულ ადამიანებად.
როგორც გავიგე
სიახლე გაინტერესებდათ, თავიდან ინდიფერენტულებიც იყავით,შემდეგ მიხვდით რომ
ეს იყო აქტიური ცხოვრება თქვენთვის, რა იყო თქვენთვის აქტიური ცხოვრება?
ლიკა: ინტერაქცია განსაკუთრებით
მომეწონა გაკვეთილებზე, საინტერესო იყო აგრეთვე ჯიქსოუ მეთოდის გამოყენება.
ლიზი: მე მომეწონა კინოჩვენებები და განხილვა-დისკუსიები კინო ჩვენების
შემდეგ.
მარი: უნდა იყოს გარკვეული
პრიზები, სერთიფიკატები, მხიარული ტრენერები, რათა მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდოს.
როგორც გავიგე
სიახლე გაინტერესებდათ, თავიდან ინდიფერენტულებიც იყავით,შემდეგ მიხვდით რომ
ეს იყო აქტიური ცხოვრება თქვენთვის, რა იყო თქვენთვის აქტიური ცხოვრება?
ბუბა:
ინფორმირება, უნდა მოხდეს სავალდებულო საინფორმაციო შეხვედრები
ნინო:არა,
როცა სავალდებულოა, მოსწავლეები არ მიდიან... მათ აქვთ შიში, რომ ტრენინგზე,როგორც
გაკვეთილზე, რაღაცას შეეკითხებიან, ეს აყოვნებთ, ბავშვებმა უნდა გაიგონ ,რომ არაფორმალური
განათლება სავალდებულო არ არის... უფრო თავისუფალია...
ბუბა:
არა, არასწორად გამიგეთ; კლუბები რომ შევქმნათ, ხომ უნდა იყვნენ მოსწავლეები ინფორმირებულები
... საინფორმაციო შეხვედრები უნდა იყოს სავალდებულო, შემდეგ მათ თავად გააკეთონ არჩევანი...
ტიტე:
ახსნასაც გააჩნია... თუ დააინტერესებ...
ნათია:უნდა
იყოს მაგალითად ვიდეო შექმნილი, სადაც აჩვენებენ რა მაგარ ცდებს ატარებენ, ტარდება
იმიტირებული სასამართლოები... და ყველას მოუნდება იქ ყოფნა
მასწავლებელი:
ანუ უნდა შეიქმნას ვიდეო საინფორმაციო მასალები, სადაც მოხდება არაფორმალური განათლების
პროპაგანდა.
ნინო:მოსწავლეები
ამას აიგივებენ სკოლასთან; შიში აქვთ სიახლის, რომ იქ რაღაცას შეეკითხებიან, ანუ რამის
გაკეთება აუცილებელია... ეს ესე არაა... იქ
სულ სხვაა თავისუფალია.... თუ არ გინდა ადგები და გახვალ.
დანართი 3: გამოკითხვა
სამოქალაქო განათლებაში
თარიღი:
მოსწავლე:
კლასი:
1.ჩართული ხართ თუ არა
თავისუფალ გაკვეთილებში?
ა) დიახ
ბ) არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში
რა იყო მოტივაცია?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.მიგიღია თუ არა რომელიმე
არაფორმალური სწავლების პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა?
ა) დიახ
ბ) არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში
ჩამოთვალეთ რომელი ტრენინგები გაქვთ გავლილი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უარყოფითი
პასუხის შემთხვევაში შემოხაზე მიზეზი რის გამოც ვერ მონაწილეობკლუბურ მუშაობაში და/ანტრენინგებში:
ა)სურვილი
მაქვს, მაგრამ არა მაქვს დრო, სხვასახის მეცადინეობებით ( სპორტულ, მუსიკალურ კლუბებში,
სავალდებულო საგნის მომზადებით) ვარ დაკავებული,
ბ)არა
მაქვს ინფორმაცია არაფორმალური განათლების შესახებ
გ)ჩემი
აზრით, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან სავალდებულო არ არის,
ამიტომ არ ვმონაწილეობ.
3. შენი
აზრით რაში ემთხვევაში გაიზრდებოდა ინტერესი არაფორმალური განათლების მიმართ?
დანართი 4: ტესტი